ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

მოსამზადებელი კურსები SAT GRE GMAT კურსები
1 March 2018

მათთვის, ვისაც სურს სწავლა ინგლისურენოვან უნივერსიტეტებში!

საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს მიღებას SAT–ის, GRE-სა და GMAT-ის მოსამზადებელ კურსებზე. თითოეულ კურსს დაეთმობა კვირაში 6 საათი (4 საათი მათემატიკურ ნაწილს, 2 საათი - ვერბალურს).ხარგრძლივობა - 12 კვირა. ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა არ გადააჭარბებს 10-ს. მეცადინეობების დრო გადაწყდება ჯგუფთან შეთანხმებით. კურსზე მოსახვედრად აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა, ენის ცოდნის დონის დასადგენად მეცადინეობის დაწყებამდე ჩატარდება ტესტირება. მათემატიკაში დაკომპლექტდება სხვადასხვა დონის ჯგუფები წინასწარ გასაუბრებაზე გამოვლენილი ცოდნის საფუძველზე. კურსებს გაუძღვებიან პროფ. ლიანა ყარალაშვილი (მათემატიკური ნაწილი) და პროფ. შალვა დუნდუა (ვერბალური ნაწილი). კურსის ღირებულებაა - 750 ლარი.

აპლიკაციები მიიღება ელექტრონული ფოსტით mtsereteli@ug.edu.ge ან მისამართზე: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, VI სართული, ოთახი №621.

რეგისტრაციისთვის იხ. აპლიკაციის ფორმა. განაცხადები მიიღება 2018 წლის 1 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით. სწავლა დაიწყება 2 აპრილს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხეთ საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას.

მისამართზე: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, VI სართული, ოთახი №621/623. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ 30-მდე უნივერსიტეტთან.ეს კურსდამთავრებულებს აძლევს იშვიათ შესაძლებლობას, გააკეთონ მათთვის სასურველი არჩევანი და უნივერსიტეტის მხარდაჭერით (მაგ., Erasmus Mundus, ISET, სხვადასხვა გაცვლითი პროგრამა და ა.შ.) სწავლა გააგრძელონ უცხოეთში.

გისურვებთ წარმატებას!

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი